Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტის მოხსენება ჰელმჰოლცის დიაბეტის მე-12 კონფერენციაზე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის სადოქტორო
პროგრამის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულების დოქტორანტმა, მერაბ სეფაშვილმა 2025 წლის 22-24 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ქალაქ მიუნხენში გამართულ ჰელმჰოლცის დიაბეტის მე-12 კონფერენციაზე (12th Helmhotz Diabetes Conference), სადაც მოხსენება გააკეთა გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარე მეტაბოლური სინდრომისა და ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების კვლევის შესახებ.

 კონფერენცია დიაბეტის, სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებულ მეტაბოლურ დაავადებებს ეძღვნება და აერთიანებს სფეროს წამყვან მეცნიერებს, მკვლევრებს, კლინიცისტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თარიღი: 29/09/2025